↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეს

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5077 ნახვა

—
დღეს სხვანაირი ფერი აქვს ფერდობს,ნისლიან ფერდობს, დეკემბრის ნისლით.დღეს სხვანაირად ძნელია, მენდოცივ გვამშიც როცა ვენებს ღრღნის სისხლი.
დღეს სხვანაირად ძნელია, გწამდესდა სვეტიცხოვლის სიმშვიდე გეცვას.დღეს სხვანაირი გზებია ცამდე_უფრო შორსაა შვიდივე ზეცა.
დღეს სხვანაირად ბეღურებს ცივათდა აივნებზე კენკავენ სითბოს.დღეს ნატვრებს: საბნად გვეხუროს თივა,შვილებში ბიჭი მესამე იყოს_
უცქერენ უნდო ღიმილით, ეჭვით,ზურგსუკან ცლიან ქირქილის ქოთნებს.და ისევ ჩემი მტკივანი ბეჭითდა დედაჩემის ჩემს ბეჭზე მოთქმით
მოვდივარ... მომდევს ორღობე, შარა.ღობისძირს მოსდევს ფინია ყეფით.და ბეჭებს_ დედის გაკრული შალი,და შარის ბოლოს_ ნაცნობი გლეხი...
სხვა სუსხი მოაქვს დეკემბრის ავდრებს,როცა ასეთი ძნელია, მენდო.და ვდგავარ, როგორც გამწყდარი კადრიდა მარტოობის ფერი აქვს ფერდობს.
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი