↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 38 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავდა ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი