↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 39 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21580 ნახვა

—
შენი ღირსების ქებათ – ქება გამიჭირდება,რადგანაც ჩემი ნაწილი ხარ განუყოფელი,რაში მჭირდება საკუთარი სულის დიდება,თავი რად ვიქო მთელი ჩემი წუთისოფელი.ამიტომ მინდა გავიყაროთ, გავხდეთ უბრები,მინდა შორიდან დავინახო შენი მშვენება,შენს ღირსებაზე მთელს ქვეყანას ვესაუბრები,შენი სიშორე შენს ქებაში შემეშველება.ამ გაშორებით გულმოკლული მე არ ვიქნები,ეს სიმარტოვე სატანჯველად მე არ მექცევა,მე უშენობას შემივსებენ შენზე ფიქრები,ვიცი, შევიძლებ ოცნებებით თავის შექცევას.განშორებისთვის საყვედური მაინც არ მითხრა,მე უკეთ ვუმღერ შენს მშვენებას, როცა გაღმით ხარ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი