↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 4 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
ჩემო მფლანგველო, რა მძარცველი გული გქონია,რად გადაწყვიტე სილამაზის გაჩანაგება?!მშვენიეწრება საკუთრება რატომ გგონია?მშვენიერება მხოლოდ სესხად მოგცა განგებამ.ლამაზო ძუნწო, საგანძური რატომ გაფანტე,რაც მომავლისთვის საანდერძოდ გიძღვა ბუნებამ!ჩემო მევახშევ, სხვის ქონებას რატომ აბანდებ,როცა სარგებელს არ იძლევა განძის ბუნება!თავადვე გწამლავს უსარგებლო ვაჭრობის შხამი,საკუთარ თავის გასაძარცვად მართავ ბაზრობას,მაგრამ დადგება საბოლოო განკითხვის ჟამიდა, ნეტავ, რითი გაამართლებ მაგ უაზრობას.უმოდგმოდ ქრება სილამაზე, ვით მოჩვენება,მომავლის შემქმნელს ჭირისუფლად რჩება მშვენება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი