↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 4 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,ნუთუ გგონია - გასაფლანგი საგანძურია?ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენებადა ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.
ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარებიდა ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?
სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამწუთისოფლად,როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი