↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით

ჭელიძე ოთარ

2011-08-121 წთ საკითხავი1306 ნახვა

—
პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით,უსპეტაკესად უმშვიდესი თეთრი ღიმილის,ჩუმი ვედრებით მოვიდა თოვლი.მოვიდა თოვლი, მოქათქათე ღრუბლის ჩივილი,თეთრ მდუმარების შორი ნუგეში.ცივი ცახცახი აირეკლა სუსტი კივილითშემოდგომაზე დაღვრილ ფერთა მღვრიე გუბეში.მოვიდა თოვლი, სიმსუბუქე მოვიდა წყნარი,აუხდენელი სურვილები შეაცვდა თოვას,და მორიალე ფანტელები ჩქარი, ო ჩქარი,პენელოპასავით ოცნებებს ქსოვენდა აღვიძებენ გამხმარ ტოტებს სათუთად, ფრთხილადთეთრი მითების მფრქვეველი სულით,დაეძებს მიწას ნაზი რხევით სათუთი ფთილადა ყველაფერი ჟრუანტელამდე არის დასული.მოვიდა თოვლი, ოი, როგორ მოვიდა თოვლი,მიუტოვებელ დაეჭვებავ, დახარე თავი.დაღლილო სულო, სულო ჩემო, დრო არის მოსვლის,თეთრი ლექსების დაიძრა ზვავიპირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით.
ჭელიძე ოთარ

ჭელიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი