↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქიტესა

ჭელიძე ოთარ

2014-05-121 წთ საკითხავი1311 ნახვა

—
რად არ დამარქვა დედამ ქიტესა _ძველი ქართველი გლეხის სახელი,სად ჩაიკირა, სად ჩაითესაგავერანებულ ქვეყნის ნაღველი.ბრძნული სახელი ბრძნულ სიმღერებშივერ იქნა, კარგად ვერ გაილექსა,ვინ დაითვალოს, გუთნისდედებშისახელად რამდენს ერქვა ქიტესა.ვინ დაითვალოს, მეციხოვნეთარაზმში ქიტესა იყო რამდენი!არ დამარხულან სვეტიცხოველთან,თითოს ეღირსა თითო სანთელი.გადავიწყებას ბევრი მიეცა,თუმც მეფეებზე მაგრად იომეს,სამ ჯარისკაცში თითო ქიტესაჰყავდათ გვაროვან ბაგრატიონებს.ზოგს ქუხილივით გადაუვლია,ზოგი ჩუქურთმის ჭრაში გათავდა,ზოგი სპარსეთში დაკარგულია,ზოგის სამარხი არის მარაბდა.არ უნატრიათ გადიდკაცებადა გლეხკაცები _ ქართლის ფესვები _ჩაწვნენ მიწაში ერის დამცველად,რომ დაზრდილიყვნენ სხვა ქიტესები.არც სახელისთვის, არც დიდებისთვისარა სჩვეოდათ ხმის დაბოხება,მათი აწმყო და მათი მერმისიიყო მიზანში მტრის ამოღება.ეჰე, მამულმა განა დაკარგა,ვინც დაიტია ქვეყნის ნაღველი,დედამ ქიტესა რად არ დამარქვა,ძველი ქართველი გლეხის სახელი.
ჭელიძე ოთარ

ჭელიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი