პოეზია · ლირიკა
წერილი სარკმლიდან
ისევ დავიწყე წერილის წერა,გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის,და როგორც შარშან, და როგორც ძველად,ჩვენს შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.
ქალაქის ქუჩებს გუგუნი გააქვს,თავზარად მესმის ტრამვაის ზარი,ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის ბარათს,-არ მახსოვს შენი შეცვლილი გვარი.
რა მახსოვს შენი თვალების გარდა!-რამდენი ღამე ვამტვრიე თეთრად,დატოვე შენი ბავშვობა ქმართან,ქალწულის გვართან და წლებთან ერთად?
არადა რა ვქნა? უშენოდ შთენილსარსად საშველი არა მაქვს, არა!..ეგებ მოგართვას წერილი ჩემიამოვარდნილმა აპრილის ქარმა.
ვფიქრობ და ბარათს სარკმლიდან ვუშვებ,როგორც ქაღალდის თეთრ მტრედებს ბავშვი,და თვითმკვლელივით წერილი უცებვერის ხიდიდან ეშვება მტკვარში.