↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთდღიანი ძეგლი

ჭელიძე ოთარ

2014-05-121 წთ საკითხავი1318 ნახვა

—
ერთი დღით თოვლის ძეგლი დამიდგითჩემი სამშობლოს დედაქალაქში,მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,გვიან მობეზრდეს ჩემთან თამაში.ნელა დამადნოს მზის ელვარებამ,ჯადოსანივით გულთამხილველი,უჩემოდ გაზრდილ შვილს ევალებაშუბლში მესროლოს გუნდა პირველი.დე, სიცოცხლეში შავად დამწვარიერთი დღით ვიდგე თეთრ ქანდაკებად,რადგან სამშობლო კერის ნაცარიარ მყვარებია სხვაზე ნაკლებად.მსუბუქი ძეგლი შემეღირსება,მხრებზე სიმძიმე რადგან არ მაწევს,პატარა ბავშვის ხელის შეხებამიწისძვრასავით შემაბარბაცებს.სინათლეჩამქრალ თოვლის ბაბუასმქონდეს ნახშირის შავი თვალები,ერთი დღით ვიდგე ასე ზღაპრულად,მერე ჩავდნები, ჩავიმალები.ერთი დღით... მერე ყველამ გამთელოს,ქარმა მომგლიჯოს თეთრი ფაფარი,კიდევ მოუვალ ჩემ საქართველოს,გაისად, როცა მოვა ზამთარი.და ისევ თოვლის ძეგლი დამიდგითჩემი სამშობლოს დედაქალაქში,მოვარდეს დილა ცეტი ამინდით,აღარ მობეზრდეს ჩემთან თამაში.და თუ გამწირეთ დასავიწყებლად,სამდურავს გეტყვით, ჰო, დიდ სამდურავს:საქართველოში საკუთარ ძეგლადჩავთვლი სუყველა თოვლის ბაბუას.
ჭელიძე ოთარ

ჭელიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი