↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რამეთუ

ჭელიძე ოთარ

2011-08-121 წთ საკითხავი1307 ნახვა

—
ნუ არხევ, მესკიავ, გადაფრინდი -ალუბალს ტოტები დათრთვილვია;ყველა ეგ ცოცხალი მარგალიტიმისხლობით აწონილ დათვლილია...
ინათონ წამიერ გაბრწყინებით,უზომოდ, უამრავ ავგაროზად,რამეთუ ჩვენც ასე პაწიებიმოვჩანვართ ვეება სამყაროსთან.
ჩვენც ასე, ბუნების სიდიადე,ჯადოსნურ წრესავით უსასრულო,სივრცეში გაგვფანტავს უსათუოდდა თრთვილით დაგვფარავს სიკვდილამდე.
ჭელიძე ოთარ

ჭელიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი