პოეზია · ლირიკა
* * * სულს სტკივა
სულს სტკივა, როგორც ტკიოდა უწინშენი თვალების ცისფერ ტკივილით,კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,ქარი თვლის ფოთლებს წივილ-კივილით,მოაფრიალებს დაცვენილ ფოთლებსთუ შემოდგომის ყვითელ მანტიას,შევყურებ, როგორც გამოცლილ ბოთლებს,სამოსგაძარცულ ჩემს სიმპათიას.ჩამოეფარა უფერო ფარდაფოთლების დამჭკნარ დეკორაციას.ცრემლი სდის დარდად, დაწყევლილ დარდადჩემს სახელზე რგულ ხმელ აკაციას.ნოემბრის ნისლში დაუდგამთ სეფა,იხდიან ქელეხს, აჟღერენ ზარებს,მოჩვენებათა სამყაროს მეფედედიშობილად ამოდის მთვარე.და მის სარკეში ირწევა ქარიდა იორთქლება სარკმელის მინა,კარს სილუეტი აეკრა ქალისდა ქარმა ჩემში დაიდო ბინა.მოლოდინის დღეს მოეღო ბოლოდა ეხლა ქარი ვნებაში წივის,ილუზიების მსხვრევაა მხოლოდეს სინამდვილე ტკბილი და ცივი.სულს სტკივა, როგორც ტკიოდა უწინგანუკურნებელ ცისფერ ტკივილით,კენტი და ლუწი, კენტი და ლუწი,კენტი და... შედგა ქარი კივილით.