პოეზია · ლირიკა
ათას ერთი ღამის წერილებიდან
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავითდა როცა მეწყება განსაცდელი,როდესაც შენს გარდა აღარსაით,არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,ძარღვებში სისხლივით დამიარე,თვალებში შუქივით შეიჭერი.შემივსე საგულე ცარიელიდა, ნიშნად ხელახლა დაბადების,სიმხნევე მაღირსე წამიერი,არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,ირწმუნე სათქმელი განდობილი,მაღირსებ ოცნების შესრულებას?ცოტასიც დავრჩები მადლობელი.ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებიაჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,სხეულზე ცეცხლივით მომდებიასიცოცხლის უშენო დასასრული.და იწვის ბუხარში წუხანდელიწერილი, კუნძივით მობრიალე,სტრიქონებს ედებათ ჟრუანტელი:მარტო ვარ, მომხედე,მომიარე!ლურჯ კვამლად იერთებს საკვამურილიცლიცა ღამეებს საღამოებსდა როგორც ვეება სალამური,ოთახში აკვნესებს საგალობლებს.ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლიდა შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,აბებად გულისკენ გადასული.თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,მეწყება უწყალო განსაცდელი,გამიგე, შენს გარდა აღარსაითარ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,ხომ ხედავ,კუნძივით გავირუჯე,ჰაერში კვამლივით შევიჭერი.