↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ეპიტაფია

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
მე ვიყავი ქვეყნად, შენ ხარ, მაგრამ აღარ იქნები.სცდები, საწუთროს ვინც მიიღებდ და მიენდობა,მეც დავყურებდი ამ წარწერბს მძიმე ფიქრებით,მეც გადაცვლილი წინაპრები მთხოვდნენ შენდობას.
შევუნდე ყველას. შენც შეუნდობ თვით ბოროტ მტრებსაც,ვის სიცოცხლეშიც არ ჰქონია ჩვენი დანბოდა,ვერ გავექეც მათს სათხოვარს, მუდარას ვერსად:ყოველ სუფრაზე ხარბად ვსვამდი მათს შესანდობარს!
ვინც უნდა იყო - ბედნიერი თუ შავბედითი -ხარ ძე კაცისა, შენც ამ ლოდქვეშ დარჩებ ობლად,ვინც უნდა იყო: ცოდვილ ხარ, მცირე თუ დიდი, -აიღე ჭიქა, წამკითხველო, მითხარ შენდობა!..
თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი