↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი უღელი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13540 ნახვა

—
მიდის დრო-ჟამი...და ჩვენც დავბერდით.მოდი, აშკარად ვთქვათ გაუმხელი!მაგრამ ეწევა კვლავ ჩვენი ქედი,კვლავ სიყვარულის გვადგას უღელი.
ამ უღლის უნდა ვიყოთ მლოცველიდა სიკვდილამდე მისი გამწევი.შიგ რომ შევები, ვიყავ მოზვერი,მარილის ზიდვით მოუქანცველი.
ვწიეთ და ვწიეთ საძნე ურემიდა აღზევანსაც ერთად წავედით,დაგვიწყდა გზაში აპეურები,ვერ გვაშინებდა მაინც შავეთი.
ვკაფეთ უღრანში კოჭი და თავხე,ვთალეთ აკვნები, ვაშენეთ ზვრები,დაღმართებს დავყვეთ, აღმართებს ავყეთ,ვზიდეთ მამების კუბოს ფიცრებიც.
მარნად ვაქციეთ ნამარნალები,გატეხილ ურემს ვუცვალეთ ფერსო,დაკორძდა ქედი, გაცვდა ნალები,მაგრამ ხელახლა აყვავდა ეზო.
მივალთ და მივალთ, აღრა ილევა,თუმცა დაგვრჩენია გზის ნახევარი,წამოგვაშველეს ქედი შვილებმადა ცალუღელი გავხდით ყევარი.
შვილებს თავისი აქვთ აღზევანი,ნატვრა, ფიქრბი, გზა, გასაგნები,მარილზე წასვლა, უღლის წევანი,მეტი ოცნება, მეტი აკვნები.
მაშ ნუღარ მეტყვი, რომ დაგიბერდი,აღარც მე გეტყვი, რომ დამიბერდი!ერთგულად ვწიოთ ჩვენი უღელი,ჩვენ ხომ ამ უღლის გვქონდა იმედი.
1956 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი