↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველ ლექსებს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
მე ის ლექსები ვინ მაპატიოს,გონჯად ნაშობნი სიჭაბუკეში,ცხოვრების ღამე სად გაათიონ,ჩემგან განწირულთვინ სცეს ნუგეში?. . .
ჩემგან განწირულთ ვინ შეივრდომებს,ვიღა აუნთებს თვალის სინათლეს,მათ წამოფრენა ადრე ინდომეს,გაშლილი ფრთები ადრე ინატრეს...
შვილნი პირველი ცოდვის და თრობის,ჩემი უზრდელი სიყრმის შვილები -დაუბრუნებელ ახალგაზრდობისჩრდილში მოსთქვამენ თავდახრილები!
იქნებ რცხვენიათ_ოცნების ლაჟვარდსრომ ვერ შეუწვდათ ხელი ბავშვური?. . .ვერ შესძლეს ფრენა და მხრების გაშლადა შორს მიმავალს მიმზერენ შურით!
შენ, უდღეურო, გონჯო სტრიქონო,არ მენანები დასალეწადა,ვაგლახ, ამ გულმა რაღა იღონოს,თუ ვერ თქვა ენამ, როგორც მეწადა!წავიდეთ,ვკითხოთ ოცნების დედას,იქნებ გვასწავლოს გზა წაღმართული.ვინ იცის, ახლაც ამაოდ ვბედავ,ვერ გამოვწალდე სიტყვა ქართული!
იქნებ, ვშრიალებ, როგორც ხენეში -ხე მარტოხელა და ხე უხილო,იქნებ ამ დიად საუკუნეშითვალი ერთ ლექსსაც ვერ ავუხილო?!
წავიდეთ,ვკითხოთ ოცნების დედას:იქნებ მიმიღოს უთქვენოდ ზენამ,დგას იგი ლექსთა და ფიქრთა ზედა,მწამს,თქვენს გამოთქმას შეუნდობს ენას!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი