↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შაურიანი წვიმა

ჭელიძე ოთარ

2011-08-121 წთ საკითხავი1303 ნახვა

—
ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,მაგრამ შეწყვეტილი წვიმაწუხელ გალუმპული ცაცხვისსველი შტოებიდან ცვივა...წამლის წვეთებივით ჩემშიკირავს, აკოწიწებს ბზარებს,წვეთებს გავუწოდე პეშვი,როგორც წუთისოფლის მგზავრებს.წარბის შეუხრელად, წყნარადვდგავარ გაშვერილი ხელით,სველი შტოებიდან წამლადწვეთის ჩამოვარდნას ველი.ხეზე მოდარაჯე ელდაუცებ ააფეთქებს კვირტებს,ვიღაც მოქალაქე დგება,ხელში შაურიანს მიდებს.თითქოს გადმომასხეს წყალი,თვალი გავახილე მაშინ...ასე იაფია წამითთავის დავიწყება ხალხში?
ჭელიძე ოთარ

ჭელიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი