↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 37 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს,რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება,მეც, ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს,შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.
მთელ შენს ღირსებას, მთელ სიტურფეს და სათნოებას,ან თუნდაც ნაწილს, თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად,ასე მგონია, მიტომ სტაცებ ამაოებას,რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.
რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით,რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი,რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც,თუნდ სულ მცირედში, სამოწყალოდ რაც მომაპყარი.შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი