↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 36 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21578 ნახვა

—
გამოგიტყდები – თუმცა გვეთქმის მე და შენ წყვილი,თუმცა ორივეს სიყვარული ერთად გვეწვია,ჩვენს ტრფობას ჩემი საძრახისი დააჩნდა წვლილი,ჩემი აუგი მას უშენოდ შემოეწია.
ჩვენს ორ გრძნობაში ერთი ტრფობის სხივი ციაგებს,თუმცა ცალ-ცალკე მრუმე ცოდვის გვიწევს მხილება,რაც ჩვენს სიყვარულს საზიანოს ვერას მიაგებს,მაგრამ დროდადრო მისგან მაინც მზე ეჩრდილება.
მიტომაც არ მსურს, აგედევნოს სირცხვილი კვალშიდა ჩვენი ტრფობა გადეშალოს ყველას მარაოდ,მიტომაც ვითხზავ შენს ნახვაზე სიძულვილს თვალში,შენ კი ღიმილსაც ვერ იმეტებ სააშკარაოდ.დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი