პოეზია · ლირიკა
*** "იელვე კაცში"
იელვე კაცში, სინანულო, დაგაახევე გზაზე,მერე წარსულში გადახიზნე,ქარქუხილს მიეც ფოთლად.შემისმინე მე, მდინარეო, დაგანუდექი მას, მწყურვალს,წვიმებით აღარ წაშალო, ცაო,მისი ღვართქაფი გვალვის.შენია იგი, სიყვარულო, დააღარ გაიკარო ახლოს,შენი სიმღერები აგალობე,მარად აძებნინე თავი.ცოდვაა იგი, იასამანო, დამოანატრე ზეცა,სევდის თვალები მოალანდე _შენი სიმშვიდით სავსე.ისევ მიხედე მარტოსულს, დედაო, და _მიუმატე ის ზღვის ჟამს,ცრემლთა ბებერი მოსავალიისევ დაადინე ღაწვზე.ასე თუ იხსნით მას, ჩვენებურებო, დაასე გამოგლიჯავთ კივილს,რომელიც მიწის ტოლია, იავ, დადარი მომაკვდავ ბალღის.