პოეზია · ლირიკა
*** "არწივის ფრენა აღარ ტოვებს კვალს"
არწივის ფრენა აღარ ტოვებს კვალს,ცოცხლობს ბალახი და როდი კივის.ვარსკვლავისხივი და წერტილია ერთდროულად _ერთ წამშიაც და ერთ ასწლეულშიც.სურვილი და უსუსურება _ასე შევარქვით ჩვენ ამ სურათებსდა გულმოდგინედ ვინაწილებთ:კვალს, კივილს და მარადისობას.მაგრამ იქ ისევ სიმშვიდეა _დაისის ფერი და სიმინდის ყანის შრიალიენაცვლებიან ერთიმეორეს.