პოეზია · ლირიკა
*** "არა ეს თვალები არ არის"
არა, ეს თვალები არ არის _ჭრილობებია,ზღვის მარილით განბანილი.არა, ეს მზერა კი არ არის _ვედრებაა,უენო და დაჩოქილი.არა, ეს დუმილი კი არ არის _ქვითინიასიჩუმესთან, როგორც დედასთან.არა, ეს სიტყვა კი არ არის _ბაგეა შენიდაღლილი ჩიტი.