პოეზია · ლირიკა
*** "თვალებჟივჟივა ასულო ვაზის"
თვალებჟივჟივა ასულო ვაზის,განა ერთად არ დავიმახსოვრეთ,განა ერთნი არ არიან:ბეწვი და მიწა _ შებინდების ხანსერთნაირად მოფარფატენი.წყალი და ქალი _ თმებჩქერალები,ერთნაირი ხმით მოწყენილები.კვიცი და ბავშვი _ მშვიდი თვალებითჩვენი გზებისკენ მზირალები.და ორი ხელი _ მემთვრალესა და ჭირისუფალსშეფიცულები.