↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასიკვდილო მწუხარება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ნუ მომასმენთ გლოვის ჰანგებს, მაღრჩობს ცრემლთა მდუღარება,რომ ცხოვრება ისე ჰქრება, როგორც უხმო მწუხარება.მომე თასი! სიკვდილის წინ მე გადავკრავ წითელ ღვინოსდა მუსიკა ააკვნესეთ, რომ დაღალულს მიმეძინოს!
იდუმალი, შორეული სატრფო ჩემი აღარ მოვა,მას ამოდ მიხატავდა შუაღამის ფიქრთა გროვა.და ამაოდ ის ჩემს გულში სხივნართ ელვად ჩაექსოვა,დიდხანს ვძებნე იგი ბრბოში, მაგრამ გულმა ის ვერ ჰპოვა.არ მოვიდა! ბინდის მხარე არ ჰქნა, აღარ მიატოვა,და ცხოვრება ჩემი იყო როგორც ნისლი, როგორც გლოვა.მწუხარებამ შვების სხივი ამოაშრო, ამოსწოვადა სიცივემ თეთრი თოვლი თეთრ სუდარად დაათოვა.მე აღარ მწამს შენი სული, გამიგონე - იეღოვა...თუ ის ლანდი შორეული ეხლა მაინც აღარ მოვა!
თასი, თასი! სიკვდილის წინ მე გადავკრავ წითელ ღვინოსდა მუსიკა ააკვნესეთ, რომ ტკბილ ხმებში მიმეძინოს!
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი