↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასწაულს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96970 ნახვა

—
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს,ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილსდა ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს ჩემს თვალებს,შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროთად დაღალულს,მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,მე ველი სასწაულს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი