↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციფერბლატი

გოგუაძე ნელიკო

2026-07-181 წთ საკითხავი7037 ნახვა

—
ჰოყოველთვის ასეა...ხშირად მაგვიანდებაერთი წამი,ერთი წუთი,ერთი საათი,ერთი დღე.ჰო,ყოველთვის ასეა,ხშირად ვაგვიანებერთი წამით,ერთი წუთით,ერთი საათით,ერთი დღით.და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს.არ ვიცი რატომმაგრამ ყოველთვის მრჩებასაყვარელი ნივთი იქ,სადაც ვიყავი დაისევ უნდა დავბრუნდე.და რატომღაცყოველთვის ვკარგავ ადამიანსრომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.არ ვიცი რატომმაგრამ ჩემი ოცნებებიყოველთვის სრულდებაერთი წამის,ერთი წუთის,ერთი საათის,ერთი დღის დაგვიანებით.და ხშირად ეს ერთიძალიან გვიანია.არ ვიცი რატომ მაგრამ ახლაშენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის,ის - უკვე არაფერი.და ეს ყველაფერი დღეს ხდებაარცერთი წამის,არცერთი წუთის,არცერთი საათის,არცერთი დღისდაგვიანებით.და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნიახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად.იქნებ იმიტომ, რომაღარ დამაგვიანდეს,ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდესდა ციფერბლატმააღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება.ჰოყოველთვის ასეა...ხშირად მაგვიანდება.დაბადებით კითურმე ზუსტადერთი თვით,ერთი დღით,ერთი საათით,ერთი წუთით დაერთი წამით ადრე დავიბადე.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი