↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კიდევ რამდენს იტყვის ჟამთა გაქანება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
გრიგალი მოჰქრისსავსე ზმანებით,ჯერ ისევ ისეჩუმი, მალული,რომ უეცარიაღფრთოვანებითგზა გადიაროსშემორკალული.კიდევ რამდენს,კიდევ რამდენსიტყვის ჟამთაგაქანება,კიდევ რამდენ ეპოქამდემიდის ჩვენი ცეცხლის ხანა,ჩვენი სული ახალგაზრდა,ჩვენი გადაქაქანებაშესახვედრათ ნაპირს გასცდადა ბრძოლამდე მიატანა.ასწი ტექნიკა! აქ პოეზიაუფრო მძლავრია,ის ბუნებაზე უტკბოესიადა მშვენიერი!მუსიკა დაზგის და მანქანებისთანამგზავრია,მუსიკა შრომის და გაქანებისდა შენმიერი,რკინის სიმღერა არის სიმღერათუა სიმღერა,რკინის სიმღერა არის სიმღერათუა ცხოვრება.ასწი ტექნიკა, რაც სიმძიმეა!გასწიოს გემმაც,სხვაგვარ პრობლემად აქცევს ქიმიაომის პრობლემას.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი