↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კინო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ჩემო ლანდო, ჩემთან იარ,მტკიცე გვქონდეს ბიჯი.ყოველ ნიჭზე ძლიერიამეგობრობის ნიჭი!
ასე იყო და ასეასრბოლა დედამიწის.ლანდი ბევრზე ძვირფასია,მან გატანა იცის!
იგი დამდევს, ჩემი სწორიგულახდილი ჩრდილი,არტისტი და რეჟისსორი,სიცხადე თუ ძილი.
ქალაქი რომ დასცა ძილმა,სიცხისაგან ზანტი -ატორტმანდა როგორც ფილმაიგი, ჩემი ლანდი.
გაიარა ველის კლდეზემდუმარება ხილის -იგი მოსჩანს მდინარეზე,იგი ბეწვზე მიდის.
ელექტრონის ხელში მოსულს,მისდევს ქუჩა-ბანდიდა შვენებას გრანდიოზულსმიუთითებს ლანდი.
აფრიკისას რომ ჰგავს გველებს -მდუმარებით სავსე,მახრჩობელა მთვარის ხელებსშლის ქალაქის თავზე.
და როდესაც ბაწარზე რბისლანდი სულის ცემით,ეჯიბრება ეკვილიბისტრს,მსვლელს რადიო-გემით.
ცირკში - რაც არ უნდა რეკო,არ იცვლება ტილო -ხან დარვინის მსგავსი ტეკო,ხან ნამცეცა სპილო.
და კინოში ქარვის ფერი -სწუხდა ჯაზი-ბანდი -რომ ამ ქვეყნად ყველაფერიარის მხოლოდ ლანდი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი