↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კლარა ცეტკინა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
არის იმედი და შთაგონება,გზა მებრძოლებით, სწორუპოვრებით,ის მზეა მისთვის, რომელიც ცხოვრობსკაცობრიობის დიდი ცხოვრებით.ერთ ნათელ მიზანს დაისახავდამისი ოცნება და ჭირთა თმენა,მის ხანგრძლივ და ძნელ ცხოვრების გზაზემარადი იყო ცეცხლი და რწმენა.მხნე, გამბედავი და ახალგაზრდათავგანწირულად მიჰქროდა ქალი,სად მეტი იყო საშიშროება,სად ბრძოლის მეტი ელავდა ალი.ვერ აშინებდა სუსხი კანონის,ვერრანაირი ძალაუფლება,ვერც ელვარება კაპიტალისა,ვერც უამინდო ცის აღრუბლება.როს ზარბაზნების მფარველობის ქვეშბრმა, მტაცებლური გამეფდა გრძნობა,როს ცრემლების ზღვით გაზრდილ მოგებასინაწილებდა უსამართლობა,როს მოსყიდული იყო სინდისი,როს დღით და ღამით, როგორც მონები,ბნელ გვირაბებში და ფაბრიკებშიიხუთებოდნენ მილიონები.როს ეკვატორის მხურვალე ცისქვეშკვნესდნენ აფრიკის ჯუნგლები, მთები,ის დაჩაგრულებს უერთებდა ხმას,მის სიტყვებს ჰქონდათ არწივის ფრთები!მთელ მსოფლიოში გაისმოდა ხმაათასწლოვანი ბორკილის მმტვრევიდა აღვიძებდა პროლეტარიატს,ქალთ აღვიძებდა ის ხმა ძლიერი.ის მიდიოდა პირდაპირი გზით,როს ბევრმა მიზანს უჩვენა ზურგი,როს უბოლოოდ მეწამულ გზაზედასცეს ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი,და იგი ლენინს ეხმაურება,როცა ბრწყინვალე გრიგალი მოსკდა,მოსკოვისაკენ, მოსკოვისაკენ,გაიძახდა ის - „დერ ვეგ ნახ მოსკვა“.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი