პოეზია · ლირიკა
დედას
ცხადიერ ტაძრებს ვემშვიდობები,ავედაფნები ეთერულ იფანს...ქარი დაჰყმუის ყოფას გოდებით,პილატე პეშვებს მერწყულთან იბანს.თითქოს გაზაფხულს მობეზრდა მარში,მორცხვ, მოცარტ იებს ცის იავნანა.ხან უდაბნოა, ხან სამარია...ვინ მითანაგრძნოს ეს სულთათანა.დღეს მონატრების მდუმარე ბაქანსგანდეგილ დედის წამოცდა ლანდი,მკრთალ მოგონების შორეულ მაქმანსმისივე ხსოვნის ვუალით ვრთავდი.რადგან სიზმარი ჰქვია ღვთაების,დადუმდნენ მისი სუნთქვის ქნარები,დამოკლე კვეთდა ყოფის ტაეპებსსამყაროს თითო ამომთქნარებით.ხმილვიან ხილვას კვლავ მივენდობი,მზე მიდიაზებს სივრცის მკრთალ მაკმანს,თავს დამნუგეშებს ზეცა შენდობის,ვდედისეულობ სიცოცხლის აკვანს.