პოეზია · ლირიკა
ზეციურ გაზაფხულამდე
ციურ გაზაფხულს ვუფერავ ფარჩას,გუმანი გემოდ აღარ მღალატობს,გაღმა უმდილი მანდილი დამრჩა,მეც ამა ქვეყნის ვგავარ კალატოზს.ცაცია ბედმა მომანდო ქაფჩა,მიწა საფლავად არ მებორცვება,სადღაც ნაოში იმედი დამრჩადა ვატან ქარებს ჩემს ბზე ოცნებას.ხუთი კუთხიდან სურვილის გარდაერთი წერტილი ამოვიზმანე,დრო მომატმასნის დაუმრკვნელ ფარდას,კვლავ დაფეიქრობს ფიქრი მიზნამდე.ყოფის საცერზე ნაცარი მჩარჩავს,მაინც უიფქლოდ მატულობს ფეტვი,გვირაბის ბოლოს ნათელი არ ჩანს,ისევ უმუმლო მომავალს ვეტრფი.