↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოთახში იდგა მიცვალებული

გულუა დათა

2026-07-182 წთ საკითხავი2286 ნახვა

—
“უკვდავება მხოლოდ ისეთ ადამიანს დაუმკვიდრებია ამქვეყნად, ვინც ცოცხალი ზიარებია სიკვდილს.გზა უკვდავებისკენ მიმავალი, ყოველთვის სიკვდილის არკის ქვეშ გაივლის.”კონსტანტინე გამსახურდია
ღამემ დაჭამა ჩემი კედლები,ჩემს სარეცელთან სვეტი თრთის თითქოსიდუმალებავ, ისევ ბნელდებიდა შენი სუნთქვა ჩვენს სულებს იწოვს.
ტბაზე დაიმსხვრა დილით მზის ჭაღიდა ნათურები დალეწა მკლავზეზეცას მოენგრა მერცხალთა თაღისიცოცხლე დუმდა ხარონის ნავზე
ძველი ზარებით მევსება სმენაგლობუსზე დნება ნაზად საათი,მე გველებისგან მოვისხი კბენა,ალიონისგან ტანჯვის საარი
ვურდალაკები ისხდნენ საფლავზეცხედრებს ქარგავდნენ ბროლის ეშვებითწვერი ჩამოტყდა ჟამთა ფარგალზემორევს ჩავყევით ხმელი პეშვებით
სასუფეველმა კარი ჩარაზა,არც ჯოჯოხეთი ხსნიდა ალაყაფსამონგრეული ყეფდა შარა-გზა,რომელსაც ყოფა გუთნით დანაყავს
დრო ცოცავს გონგით სახურავებზეცრემლით გვევსება გულის ჭიქები,მიცვალებული იდგა ოთახშიდა ჩურჩულებდნენ ლურჯი ჭინკები
შიშმა დამასო ათასი დანა,ყინვის ათასი ვერცხლის კინჟალი,ღრუბლებს შევუდგეთ ბეჭებით მანამ,სანამ დაღვრილა სხივები ჟღალი
შემოპარულან ჩემი სარკმლიდან,სიკვდილის შავი სეკუნდანტებიდა ამოჭამეს ღამე ბარკლიდანთუთარჩელების თეთრი ძარღვები
ქალაქის ფსკერზე ლოქოსავით ეძინა მთვარესდა წუმპეები შლეგებივით კიოდნენ მაშინ,ჩვენ მანძილები ამოგვხადეს, გზიდან მოგვპარესდა გააცილეს აკლდამებში მდუღარე ტაშით
სიტყვები ისევ დაეწყვნენ ჯარად,ფანტაზიებში თხარეს გვირაბნიაწმყო გაიჭრა კუბოში კარადდა საფლავებზე სთვლემენ მიხაკნი
სამჯერ ლულიდან მიმზერდა ტყვია,ლექსის საფანტით გამოტენილიდა სიყვარული დაბრუნდა გვიან,ძილგატეხილი ფრთიდან შთენილი.
მე ვესაუბრე წუხელ აჩრდილებსდა ჩვენ დილამდე ცრემლით ვლოთობდითანარეკლებში სულით გაჩრილებსდილა გველოდა, დილით ვომობდით
ტყეში შეგვასწრო ნისლმა ტურებით,მიწამ დაიწყო კვამლების ცოხვნა,ანტარქტიდაზე დადგა ურემი,მასში შეება უდრეკი გლოვა
ზარები რეკდნენ ტაძრების, შლეგნისიონი მედგრად ებრძოდნენ უკუნს,მტკვარში ცურავდა ყვითელი ჭლექი,ღამე მოჰგავდა მუხანათ ბრუტუსს.
ბნელმა დაჭამა ჩემი კედლები,ოთახში იდგა მიცვალებული,მე მის თვალებში სარკეებს ვჭვრეტდი,ხარონის ნავით დაქანებული.
17.03.2003
გულუა დათა

გულუა დათა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი