პოეზია · ლირიკა
აგუგუნდება ზარები
აგუგუნდება ზარები ფერფლნარევ წვიმაში,ფერფლი ვისია? ვისია ფერფლი?სულთა ნაკრძალის ნანგრევ მიწაშიათრთოლებული დეკემბრის მსხვერპლი.
როცა მოვხსენი კანის ეს ფარდაუსაზღვრო ზღვაში მცურავ გუგებს,ამ დილით თითქოს დანგრეულ ქალაქს,მხოლოდ მტვრიანი ბუღი თუ უგებს.
დავხსნი დარაბებს, დარაბებს დავხსნიმშფოთვარე გულის ვერცხლის ვაგონებს,არ გატყდა, არ გატყდა ნავსიდა მე ეს დილა სიკვდილს მაგონებს.
განაოცები, განაოცები ჩასვენებული ვარდთა საფლავში,მძიმედ და მრუმედ მაინც ვეშვები,მოკლულ მუზათა ნისლის ნაძვნარში,წარსულ ღამეთა ბეცი ნეშტებით
აღრიალდება ჩემი სანთელიდა დააწვეთავს მკერდზე იარას,შუქურებიდან ჟონავს საშველი,მე მაინც ვიღებ ჩემს ძველ იარაღს,
დაკრეჭილი აქვს კბილები სიკვდილს,ლულაში მოსჩანს ეს ირონია,ბოლო წუთამდე, ათამდე ღიღინს,თითქოს სიტყვები გაუქონია.
აშრიალდება ზამთართან ყინვა,აშრიალდება სარკმელთან თოვლი,ვეღარ ვიპოვი იმ მოხუც ნიმფას,ვეღარ ვიპოვე მე ჩემი როლი.
როცა მიხაკი შიშით ამოვაყინვით მოოჭვილ, დამსკდარ მიწაზე,მაშინ ვირწმუნებ, ძვირფასო, ძალას,იმ ძალას, ძლიერს, ყველა სიტყვაზე.
და სადღა არის ძველი ქალაქი,სად არის ჩემი ბედის სარკმელი?იქ სიყვარული, თითქოს არაყიდა განშორება ბოთლის სარქველი.
ხომალდი თეთრი, თეთრი სპეტაკიოკეანეში აფრიალდებადა, სიყვარულო, შენი დინება,როგორც ყოველთვის დაგვიანდება.
როგორ ვივსები ნაცრისფერ წვიმით,საუკუნეა უკვე არ მძინავს,უკვე დავტოვე სხეული, ვიციდა უკვდავება ცაში დაფრინავს,
დროის კოდალა იჯდა კედელზე,კაკუნით წუთებს ურტყამდა ძლიერდა მტვერი იწვა გამხმარ ხელებზეის არ იცვლიდა დაღუპულ იერს.
მე თითქოს ვიშვი ხელახლა ამ დღეს,მე გარდაცვლილი ვიშვი ამ დილასუკვე ვეღარ ვგრძობ თოვლიან ხელებს,ხელთათმანები ვეღარ დამიცავს.
უკვე ნეკნებიც გაჭრა სიცივემ,ფილტვებიც გაჰყვა ვერცხლისფერ სხეულს,მხოლოდ მტოკავმა გულის სიდინჯემშეუნარჩუნა წამები ეულს.
ისიც გაქვავდა, გახევდა თითქოსდა ბორდოსფერი ეს მარმარილოერთ დროს უხვად რომ აფრქვევდა სითბოს,თვით მიწამ უნდა დაამარილოს.
აგუგუნდება ზარები ფერფლნარევ წვიმაში,ფერფლი ვისია? ვისია ფერფლი?და იმ დამტვერილ, ეულ ბინაში,კვლავ ასვენია დეკემბრის მსხვერპლი.
18.11.2002თბილისი