პოეზია · ლირიკა
ბოლო სუნთქვა
არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,სული უკვე დეკემბერით გაივსო.
მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა,თან მომდევდა შეურყვნელი ქარი,აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა,აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი.
დედამიწა შეიფოთლა ვერხვითდა ეს დილა გათენდება მკვდარიშენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით,ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი.
და ახალ ფეთქვას მოიტანს გულიასი წლის შემდეგთეთრი ფიქრებით ნავსები სულიგეძებდა დღემდე.
და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე,თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები,გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზედა თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...
ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნადა ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვასმე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდამოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას.
არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელშიდა არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებსმე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში,როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს.
დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები,შორით რომ ათბობდნენ ერთურთს,მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედიდა დაემსგავსე თეთნულდს.
იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ,ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე,შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ,რომელიც ღერძზე მოძრაობს ცვლაზე.
ჩვენ კვლავ შევხვდებით სიზმრებში მაინცთეთრი ფარდებით სავსე კედლებშიდა ჩვენ შევხვდებით ცალ-ცალკე აისსუიმედობით სავსე ეკლებში.
მე მაინც მახსოვს ზაფხულის ღამე,გამოღვიძებას რომ ჰგავდა თითქოს,ვერ მოვასწარი თვალის გახელადა ისევ ძველი სიბნელე მიხმობს.
მოციქული ვარ მე სველი ქარისვემშვიდობები მაგ ალვის თითებსდღეიდან ჩემში სიკვდილი არის,ძვირფასო ვეღარ ვერევი მითებს.
და მე მარტო ვარ დეკემბრის თოვლში,შენი თვალები არ მწვავენ ცქერით,ვეღარ შევედი მე ზამთრის როლში,ვეღარ გაოცებ უკვდავი ბგერით.
შენი სინაზე ვერ მიდნობს გულ-მკერდსარც გაღიმება ფეთქავს იებით,ეს სიყვარული მოჰგავს ზღვისფერ მტრედს,რომელიც კვდება მიწის ძიებით.
როცა მიხვალ სალოცავის კარებთან,ერთი ლოცვა გაიმეტე ჩემთვის,მე დღეს დავლევ ჩემს ძველ მოძმე ღამესთან,პოეზიას ფრთებს შევუზრდი შენთვის.
და მიფრინავს დროის ორბი მაღლა,ვით სიცოცხლე, ვით გრძნობები ძველი,ეჰ! სკულპტორო, კვლავ დაეშვა დაბლა,ჩვენ რას ვძერწავთ ან რისი ვართ მთლელი?
7-8.12.2002თბილისი