პოეზია · ლირიკა
ბოჰემა
ქალაქი ხმლებით კაფავდა ღამესრა დუმილია? რა დუმილია!სიზმარი მიმტვრევს ოთახის სარკეს,ქვის დუღილია, მზის წყურვილია.
საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,ბოლთას აღარ სცემს წამის ისარიდა უკვდავების ჩუმ გარინდვაზემერქნით ამევსო გულის ფიცარი....
მე ისევ ვიღებ ჩემს ძველ თამბაქოსდა თავს მოვაწვავ ცეცხლით, ყრუ ალითბედის უკუღმართ გავშლი მე ბანქოს,სადაც თავს იკლავს აგურის ქალი.
ჩემს წინ დაჯდება ქველი ბახუსიშემომთავაზებს გვირგვინის მტევნებსდა მიღალატებს მე იანუსი,როცა გავანდობ გულის დარდს ქვევრებს
შევბანცალდები ღამის ქსოვილშიზურგს ჩამოვაგლეჯ ყოფის კიდობანსდა აჩრდილების უხმო ქორწილშიმივიტან მე ჩემს გაცვეთილობას.
ქიმერიონში შავ ფრაკს გავიხდი,კვლავ დავუჯდები გარდაცვლილ ყანწებსდა პანთეონში, ქართა მახვილშივეალერსები გარდასულ ნაძვებს.
ყოველ გვირაბში დავიდებ ბინას,გადმოვღვრი ბაგით ლირიკის საგზალს,სიონთან ლურჯი ცილინდრით მივალდა შევექცევი ზარებთან სამხარს.
ვით მზით დაჭრილი ჭრელი აფთარი,მე გავექცევი ქალაქის ავდარს,ჰორიზონტებზე მოვა ზამთარი,სულში ჩამისხამს დეკემბრის ბადაგს
უკან პოეტთა მომყვება გუნდი,საფლავებიდან რომ წამომდგარან,მიწა მიყვირის _ ფაშვში დაბრუნდი,გუშინ მთებიდან ტყე გადმომხტარა
მე ცაზე ვხედავ იესოს ჯვარცმას,ღრუბლის მაგივრად ვხედავ გრაალებსდა ვეღარ ვასწრებ მანტიის ჩაცმას,რომ უკვე დილის დროშა ფრიალებს.
ჩემს სარეცელზე მე მომასვენესთვით მეტერლინკის ლურჯა ჩიტებმამკერდქვეშ ზღვის ყანწი გამომატანეს,ტანზე სიზმარი ფერად ჩითებად.
ქალაქი ხმლებით კაფავდა დილასიღიმებოდა კედლის საათიჯანდაბა! ისევ ბახუსმა მტკვირადა ტორტმანებდა ლოდინის ზარი. .
11.04თბილისი