პოეზია · ლირიკა
გამთლიანება და განშორება
ათრთოლებული ვით მტევნები ვაშლისდა მოგიზგიზე ხანძრები თვალისპირთ მომდინარე ჩანჩქერთა წყალიგაშლისილუზიათა ვერცხლის პორტრეტებსდა მორბენალი ალერსის ქარი,როგორ გაათბობს ფარჩით მომენტებსდა თითქოს ბაგეგაგვიხდა მტკნარი,ისე წყნარი,ვით შემოდგომის ტირიფის რტონითითქოს დალაგდნენ ოქტომბრის მკერდზედა თითქოს ერთნი, თითქოს მარტონიისე ჩაგვადნა გულები მხრებზე,როგორც თეთნულდი ადნება კლდეებსროცა ზაფხული გახმიანდება,ჩვენ შევჩერდებით, მაგრამ ოცნება,როგორც ყოველთვის, დაგვიანდება.სადღაც მინდორში ვნების ძაღლებიყეფდნენ ჩვენს შორის გაწყვეტილ თოკებსდა სიყვარულის თითქოს დახლებიისროდნენ სიძვით დატენილ თოფებს.და ასდიოდათ სუნი გუბეებსსიბილწის სუნი, ხვეული ბუზთაროგორ ავსებენ სულის უბეებსსხვა აფეთქება სწყურიათ, უნდათდა კვლავ კისერი გადავუსერემე გამოვცალე ვნებისგან ტოლჩაკოცნით თვალები გადავუჩეხეგონდაკარგული დაეცა, მორჩა.კვლავ ავუყევი აშოლტილ სხეულს,და კვლავ ვიყავი ალერსის სიო,თითის კვირტები გადავუკოცნე,არ ვშორდებოდი, ვით იუპიტერს იო.შუბლს გადაისვა თეთრი მკლავებიდა აქვითინდა როგორც ცოდვილი.მზერით დაიძრნენ ცეცხლის ლავებიდა აუწითლდა ღაწვი მოვლილი,კვლავ დათოვლილიუკვე სხვა თოვლით ათეთრებულიდა მონადირე ვიდექ საფანტით,თითქოს მრისხანე დაუნდობელიდა აჩეჩილი ლომის ფაფარითვუმზერდი მკერდში დაკოდილ ირემსსხვა მრისხანებით,თითქოს პირველად შევიბრალე უმანკო სულიდა ანათემითვეწვიე ედემს, ბაღნარს უფლისასტლაპო ნავალი,და ჩამომაგდეს შეძახილით“ჯერ გზა გაქვს სავალი!!!”და ზეცად აჭრილს დავენარცხეცარიელ ნავებსვეღარ ვკოცნიდი, სანატრელომაგ ზღვისფერ მკლავებს.გუშინ თუ მის წინ რომ მეწვა ხელზევით ძედ შობილი კვიცი,შემოგეხვია პატრონი წელზედა ვეღარ იხსნი, ვიცი. . . .ვიცი ოქტომბერს ვეღარ შეგიცვლიაი, იმ ზღვისპირა ვალსითდა მოგიტაცებს ვიღაც ფირალი,შხამიან მტევნებს ვაშლის.მარტო ჩაგკბიჩავს?!მარტო ჩაიმტვრევს?!მარტო გიშველის ლოცვა?ისევ მოგიწევს შენ ნაბიჯ-ნაბიჯმზის ტაძრებისკენ ცოცვაკვლავ თმებგაშლილიძუ ვეფხვივით იწვა ჭალაში,ელოდებოდა ახალ მფრინავ ფირალსფაფარაშლილი ქროდა განგაშიდა ლომებს ვუმზერთ ხაფანგში მტირალს.იმ ადგილას, სადაც მარტოობა მარხიააი, იმ ადგილას იარაღიც ტირის,სადაც ვნების მაშხალები მუდამ ანთიადა მბორგავ სულთა ფაეტონი მიჰქრის.
6.01.2003