↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალგაზრდობა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ვიყავ ბერლინში - ასფალტის სარკე,ცივი სახლები, ცივი ნუსხები...ისეთი არის მისი სიკარგე,რომ მწუხარებით დაისუსხები.
აზრი ცივია. და რახანიაიყენებს ამ აზრს შავი დღისათვის,რომ ქაოსია, რომ გერმანიაიბრძვის რასიულ სიწმინდისათვის.
ფრიდრიჰშტრასეზე ვიდოდა, ვნახე,მისი ახალი ადამიანი,ბარბაროსული ჰქონდა მას სახე,ენაც ველური და შხამიანი;
იძახდა: ჩვენი არისო რასაყველაზე მძლავრი და სრულყოფილი;მიანგრ-მოანგრევს, დალეწავს, რასაცმიადგეს მხეცებრ სვეკმაყოფილი.
არ შეუძლია მას შენელებადა ვერ მოითმენს ხმის შებრუნებას,ეს სიამაყის საშინელებაადამიანურს არცხვენს ბუნებას.
გამომხატველი ავადმყოფ ჟინის,მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება,მწვავე სიმსივნე ახალ ბერლინის,მიხაკისფერი საშინელება.
ჩვენს კომკავშირელს კი განაზრახიაქვს მისწრაფება მძლე, ხელოვანი,როგორც სიცოცხლე არანაძრახი,როგორც სიკვდილი სახელოვანი.
ჩვენს სამშობლოში, ნახეთ, ვითარიჰყვავის ვარდები დაულეველი,სხვაგვარ ამაყი, თქვენ ხართ მდიდარი,მილიონებში ხელის მრეველი.
ახალგაზრდობა არსებობს ბევრი,გადასული დრო ფერს რომ უნახავს,მაგრამ ჩვენსავით ოცნებამჭევრიახალგაზრდობა არვის უნახავს.
შენი ქარხნები, შენი ტყე-ველიმსგავსი არ არის ქვეყნის ბებერის,იყავ მედგარი და უძლეველი,როგორც ოქტომბრის დროშას შეჰფერის!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი