↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ადამიანნო, გამიღეთ კარი

გულუა დათა

2026-07-181 წთ საკითხავი2290 ნახვა

—
მე ვარ, მოკვდავნო, გამიღეთ კარი,ჟამთა წვალება, ჭორი და შხამიბედის მრბოლელი გლობუსი ჩქარისიკვდილის ტყავით დაწნული სკამი
ათასი ლოცვა, ათასი თვალიგულის მაგიერ მაქვს კიდობანი,ურიცხვი ვერცხლი, სამი ყივილიმამლის ღალატი, დილის ტროპარი
მომაქვს თამარის ბაჯაღლოს კუბოდა ტაჯ-მაჰალის თეთრი ლოდებიმე უკვდავებას ვეძახი უფრო,ვით ბეთჰოვენის ლურჯი ნოტებიდო. . .დო. . .ლა. . .ლა. . .მომაქვს ლაშქართა ხმელი ნეშთები,ოკეანიდან მმოსავს ხომალდნი,გარდასულ შტორმთა სველიAშეშები,განთიადია, მზეა ბელადი
ზეცად აფრინდნენ პირამიდები,ჩარჩოდ აღარ ზის უკვე ჯოკონდა,მზემ გადმოქაჩა მიწად ბინდები,სიკვდილი ზურგზე სტვენით მომქონდა
გამოიღვიძეთ, ეს მე ვარ, ნოეკაცობრიობის ჟამთა მეცხვარე,წარღვნა დაამტვრევს ოცნების რტოებს,თაფლი გეგონე? ნუთუ გეცხარე?
აგერ მოვიდნენ, საზღვართან დგანან,მეფისტოფელის ლეგიონები,გააღეთ კარი იქამდე სანამ,მზედ აშოლტილან ლამპიონები
გარბიან ტყენი, ტოვებენ ტუნდრას,ჯომოლუნგმიდან გაიქცა თოვლიმზემ დაიფარა ღამის სუდარა,და დანაია აღარ სჩანს მწოლი
გადახსნილია საფლავთა ხუფიდა არაფერი დაძრწის ველებზე,ჩვენ იანუსის სახე გვაქვს ტყუპი,შუბლი ცვეთილი, ხავსი ხელებზე
მე ვარ ოცნებაც, ცხადი სიზმარიგახრწნილი ტყავი, შიშველი ნეკნიჯვარზე გაკრული, ცრუ მომღიმარიმარადისობის უცვლელი ძეგლიკონ. . .კონ. . .გან. . .გან. . .ჩემს ხურჯინშია უთვლელი წამი,უთვლელი წუთი, საათი ჩქარიმე სიკვდილი ვარ, თქვენი სიკვდილი,ადამიანნო, გამიღეთ კარი.
გულუა დათა

გულუა დათა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი