↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ დაღონდები

გულუა დათა

2026-07-181 წთ საკითხავი2285 ნახვა

—
ნუ დაღონდები, სიმსუბუქევ გალაქტიკისამარგალიტები და გიშრები, ნუ დაღონდებიჩემო გრიგალო, ქარტეხილო ანტარქტიდისა,სიზმრის კვამლებში გახვეული მოგაგონდები.
მზის ოხშივარი ამორბოდა შენი სახიდან,თეთრი მკლავები და განთიადის დიდი ბელტები,ამოინგრევა მსუსხავი რბენა შენი კანიდან,ნუ განელდები.
ძილის ძარღვები მოწყვეტილან ამ ჩემს სარეცელსდა ბჟუტავს ნაზად მაგიდაზე მწვანე ნათურა,ყოველ თვლემაზე ის ჩემს შორის მანძილს დაეძებსდაეძებს ტოტებს მისაქსოვად, როგორც ბეღურა
რეკავს ყურმილი და ცივდება ეს მარტოობა,ცივდება შიში ნაცოდვილარი, ლურჯი შელფებით,ვიღაცამ ნოტი ამ გამაში კვლავ გამოტოვადა ის კლავიში დაიფარა სანთლის შხეფებით.
და ვით ნოტრ-დამი ებრძოლება ღამეთა ნისლებსმერე კი ჰპოვებს ნარინჯისფერ გამოღვიძებას,არ დაგვიანდე გალათეა, ნუ დაიძინებ,აცალე ცოდვილს, მოლანდებას გაეღვიძება.
ნუ დაღონდები, გემები მოწყდა, მოწყდა ნაპირებს,და გაიცეკვა ოკეანემ თავის ტალღებზე,ნუღარ დაბურავ სველი ლიბრებით ამ მარგალიტებსირწევა სევდა და მშვიდდება ხისფერ აკვნებზე.
ჩემი კალმები დაიტირებს გარდასულ დღეებსდა მანძილებში კვლავ გავორდებიმთვარე მიცოცავს ჭადრების კანზე და მოსავს ტყეებსგთხოვ, გალათეა, ნუ დაღონდები!
2.01.2003თბილისი
გულუა დათა

გულუა დათა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი