↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცელქი ქარი

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7034 ნახვა

—
ცელქმა ქარმა შემიბნია საკინძე,ამიწეწა ბოლოები კაბის,ცელქი ქარი ნაზად მომელამუნა,ხის ფოთლიდან დამაყარა ნამი.გაიქროლა, თან წაიღო ოცნება,ფიქრები და იმედები ხვალის,შენზე ფიქრმა ჩუმად განმამარტოვა,მდუმარება, ვიცი, მალე დამღლის.ცელქმა ქარმა შემიბნია საკინძე,მერე შენსკენ წამოვიდა სწრაფად,მოგიტანა ფიქრები და ოცნება,ჩემი გულის იდუმალი ზრახვა.ცელქი ქარი ჩუმად მომელამუნადა თან ყურში ჩამჩურჩულა ნაზად-შენი ფიქრი, შენი სევდა, ოცნება,ჩემთან ყოფნის იდუმალი ზრახვა.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი