↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ძვირფას მამას

გოგუაძე ნელიკო

2006-06-121 წთ საკითხავი7029 ნახვა

—
მე შენ მახსოვხარ ჭურის თავზე დამჯდარი ჯამითდა ვაზის ძირში ჩამუხლული, ვით ქანდაკება.მე შენ მახსოვხარ თოხით ხელში ყანას წასული,წამით შემდგარი შუბლზე ოფლის შესამშრალებლად.მე შენ მახსოვხარ ნაჯაფარი და გადაღლილი,მაგრამ არასდროს გამიგია წუწუნი შენგან.რა დამავიწყებს შემოდგომით სავსე შენს თვალებს,ჩუმი ტკივილით გამოწვეულ შენს ლამაზ სევდას.გაიღებოდა ეზოს კარი ჭრიალით როცავიცოდი, მამა მოდიოდი მხნედ და ძალუმად.ახლა კი, ნეტავ, რა იპოვა სიბერემ შენში,რომ მოგტეხა და ასრერიგად დაგაძაბუნა.მამა, ძვირფასო, მოდი ერთად ვებრძოლოთ მაგ წლებს,რომ კვლავ მახსოვდე მხიარული და ვაჟკაცური,ისეთი, როგორც დაგინახე, ვით ქანდაკებავაზის ძირებთან ჩამუხლული, შუბლდაცვარული.

გოგუაძე ნელიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი