↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ არსებობენ ცანი ცათანი (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

ქამინგსი ედუარდ ესთლინ

2026-07-181 წთ საკითხავი379 ნახვა

—
თუ არსებობენ ცანი ცათანი ერთს ალბათ დედა დაიმკვიდრებს(მხოლოდღადედა).ის არ იქნება იების ზეცაარც მყიფე ზეცა მინდვრის შროშანთაის უსათუოდ იქნება ზეცა შავი ვარდებისმამა იქნება (როგორც ვარდიღრმა და მაღალი)ჩემს სიახლოვეს(მდუმარებაშიმის გვერდით რწევით)თვალებით რომელნიც ნაღდად ყვავილის ფურცლები არიან და ვერ ამჩნევენვეღარაფერს პოეტის სახით რომელიც მართლაცყვავილი არის და არა სახესახე ხელებითრომელიც ჩურჩულებსეს არის სატრფო ჩემი(უცებ მზის შუქშიის მას თაყვანს სცემს,და მთელი ბაღი მასვე სცემს თაყვანს).

ქამინგსი ედუარდ ესთლინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი