პოეზია · ლირიკა
მე ახლა ავად ვარ
მე ახლა ავად ვარ, გესმის?!ავად- უშენობით...ათასფერ ყვავილებს გესვრისკარს მომდგარი მარტი.შენით უძილობას ვნატრობ,შენ- ძილს უჩემობით...რითმებს ვამარტივებ,ვატყობ,გადაღლილი დარდით.
ისე მიძნელდება წერა,როგორც არასოდეს.ჩემი მინავლული კერაცმიცივდება სოფლად.გულზე ლაქასავით, ჭრელი-უნდა ამოგშორდე,იქნებ გავამართლო ჩვენივარსკვლავებთან ყოფნა.
ვითომ დაუჯერებს თვალებსდაბნეული ჭინკა,როცა გავაჯავრებ მთვარესმოქცეული ღრანჭით?!გული, გაბზარული როგორცშარშანდელი ჭიქა-დამაქვს- წყაროს პირთან...ოღონდნუღარ მკითხავ, რა მჭირს-ყველა შეუნდობი ცოდვადამაბრალე როცა!ტვინში არეული ბოდვაწალამივით იწვის...ყველა გადაშლილი ფრესკისვერნათქვამი ლოცვაღმერთმა მოგივლინოს! ეს კირამდენია, იცი?!
მე კი გავუყვები ქარებსმუჭისტოლა ღრუბლით,ჩვენ რომ ვარსკვლავები ვთვალეთ-იმ ბავშვობის ციდან-უნდა ავარჩიო ერთიდა მიწისკენ შუბლით(აღარ გამახსენო ღმერთი!)გადმოფრენა მინდა!
მე ახლა ავად ვარ, გესმის?!