↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო

აბაშიძე გრიგოლ

2011-04-131 წთ საკითხავი4160 ნახვა

—
გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო,ის მოკაზმული უცხო ქვეყანა,ცრემლი და ფიცი სალხენ-საამოდა სიყვარულის ციური ნანა?გახსოვს-ვისხედით მდინარის პირად,შორს, შორს ცის კიდეს მივჩერებოდით,სიყვარულს ვრაცხდით სინორჩის გმირად,მხოლოდ ტრფობაში სიამეს ვგრძნობდით?გახსოვს-გვირგვინსა სანატრს გვიწნავდნენდამავალი მზის ცელქი სხივები,სიყვარულზედა ზვირთნი გვიმღერდნენდა ბანს აძლევდნენ გულის სიმები?გახსოვს-ნიავი ცელქი და გრილიმეცილებოდა მე შენსა ალერსს,ბულბული სტვენდა გრძნობით აღვსილი,ვარდად იმჩნევდა შენს ტურფა ღაწვებს!შენც იმღეროდი!.. შენსა გამგონესუსულო ქვებსაც კი ატყვევებდი,მატებდი სულის, გულის ძალ-ღონესდა გრძნობათ წყაროს მისალბუნებდი?..ტრფობისა ხარკად მომიძღვენ ვარდი…“გმადლობ”- ვერ გითხარ: ენა დამება...ოჰ, რანაირად იმ დროს მიყვარდი,ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ღვთაებავ?..ახლა? ოჰ, ახლა?.. ღმერთს გეფიცებიხან და ხან შხამად გარდვიქცე მინდა;მინდა მოვიმხრო ბელზებულები,მაცდური, შმაგი, თვით არაწმინდა;შევიქნე ცეცხლი და საწამლავი,მთელი მსოფლიოს დამდუღებელი,შუბი, მახვილი შუბლ-გამგმირავი,ღვთის-რისხვა, ქვეყნის ამტირებელი-და შენ გაწამო!.. ეგ შენი სულიყოველ წამს სიკვდილს რომ ნატრულობდეს,ესხმოდეს კუპრი ადუღებული,ხსნასა და შველას ვერსით ხედავდეს!..ჩემთან პირ-შავო, ღმერთთან შემცოდე,სცან ამ წამების, ტანჯვის ღირსი ხარ!..მაგრამ რად არ გკლავ-გინდა იცოდე?-ამ საბრალო გულს ძველებრ უყვარხარ!..
1900 წ.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი