პოეზია · ლირიკა
* * * გაქრა ოთხმოცი წელიწადი
გაქრა ოთხმოცი წელიწადი,დადნა წამებად,არც გათენება მიხარია,არც დაღამება!სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,მოკლე ყოფილა,მოკლე ყოფილა -თვალის ერთი დახამხამება.
სიკვდილის ლანდი ძუ მგელივითმომდევს ძუნძულით,სად გავექცევი, წლების ტვირთითმხრებდახუნძლული,სულ მალე ფეხის დასადგმელიცაღარ დამრჩება,არყოფნის ზღვაში იძირებაჩემი კუნძულიც.
რომ მკითხონ: გრძელ გზასდაიწყებდი ისევ თავიდან?ღმერთმა მაშოროს,გადმოვუხტე ქარონს ნავიდან!მე ჩემს წილ ტკივილს, ჩემს წილ წყენასარვის უსურვებ,რაც ჯავრი მქონდა,სამარეშიც ჯავრად ჩავიტან.
დამძიმდა ტვირთი,წლების ზიდვა გახდა წამება,არც გათენება მიხარია,არც დაღამება,სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,მოკლე ყოფილა,მოკლე ყოფილა -თვალის ერთი დახამხამება!