პოეზია · ლირიკა
გაზაფხული
ხე მწვანეს იცვამს, კვირტები ღვივის,გაზაფხულს ბევრი საქმე ჰქონია!თეთრ ყვავილს ჰფანტავს ხეების მწკრივიდა გეგონება _ მტკვარზე თქორია.
ფერი მოსვლიათ უკვე ჯეჯილთაც,თითქოს ბუნება მართლა ბავშვია _შეხედე, როგორ შრომობს ბეჯითად,როგორ ფუსფუსებს, რა ამბავშია!
დათბა და ლაჟვარდს გააქვს კაშკაში,ცაზე გაუბამთ მერცხლებს პწკარები,ასე მგონია, ამ გარდაქმნაშიმზეს და გაზაფხულს მეც ვეხმარები.
ჩავცქერი მიწას, ვუსმენ ბალახებსდა არაფერი მეუცხოება, _ჩვენც ხომ ვაშენებთ, ჩვენც ხომ ვანახლებთ,გაზაფხულია ჩვენი ცხოვრებაც.
რტოებზე კვირტი იღვიძებს თვლემით,უთვალავ აკვანს არწევს ბუნება...რად მინდა თავი, ცხოვრება ჩემითუ ამ ფერხულში არ მეგულება.