პოეზია · ლირიკა
გაზაფხულის ამო ძალა
გაზაფხულის ამო ძალასოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”.სევდა იმედს ენაცვალადა სამგოსნო აღტაცებას;ანავარდდა სული, გული,გრძნობა წმიდა, მონარნარე,თვალსაჩინოდ მოქარგული,ახავერდდა არე-მარე;გაიფურჩქნა ია-ვარდი.მოეკაზმა მდელოს გული,მერცხალთ იწყეს ხად ნავარდი,ნანას უმღერს ვარდს ბულბული.მზის ამოსვლას ელოდებასასოებით ქვეყნად ყველადა ზეცაზე ისახებაგანახლების ცისარტყელა,ჰა, ლომ-კაცი, შრომის შვილისთესავს,-ელის მოსავალსა,თავის ბედით კმაყოფილინატრობს შვილთ კარგს მომავალსა.მწყემსი დილით მთასა და ველსუხმატკბილებს სალამურსა.გოგოთ გროვა ბანსა აძლევს,იმღერიან საამურსა:ყველა ერთად სამეჯლისოდემზადება; უძგერთ გული,ყველასა აქვს სამერმისოთიმედები დასახული...ყველა იღვწის სასოებით,ამყარებენ თანხმობასა,ჯვრის წინ ლოცვით და ვედრებითშეხარიან აღდგომასა...გაზაფხულის ამო ძალასოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”,სევდა იმედს ენაცალადა სამგოსნო აღტაცებას...
1901 წ.