↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არყოფნისაკენ

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-183 წთ საკითხავი6564 ნახვა

—
არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები,გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,უკვე გაშლილან იალქანები,არარსებულთან შესაერთებლადსულმოუთქმელად მივექანები,
თავის სამშობლოს ვინც გაქცევია,თავს რით იმართლებს, ან რა კაცია,მაგრამ ქვეყანას, როცა ღვარძლი ჭამსდა სიყვარული სულაც გაცლია,როგორ იცხოვრებ უსიყვარულოდ,სულის ამოსვლას არ დაგაცლიან.
ჰოდა, ამ ჩემი ლტოლვის მიზეზი,ვინ მოთვლის, რაა და რამდენია!მე სიხარულიც ბევრი მინახვს,სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია,ბოლოს სიბერე სულ გამიმწარდა,ქვეყნად ერთი დრო ვის შერჩენია!
და მე აღარ მსურს ისე ვიაროამ ქვეყნად, როგორც დღემდე მივლია,სულაც არ ვნატრობ ედემში ყოფნას,ვარდებს, ბულბულებს და იდილიას,არყოფნა მინდა, რაც თავისთავად,არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია!
არც ჯოჯოხეთის გვერდის ავლა მსურს,არც სამოთხეში შესვლა დიდებით,მე სატანჯველის ცეცხლი არ მაკრთობს,არც მაშინებენ ბეწვის ხიდები,არც განკითხვის დღის სამსჯავროს ვუფრთხი,პასუხისგებას არ ვერიდები.
იქ სადარდელი არ მელოდება,არც რამ სიამე და სალბუნება,შური და ბოღმა იქ არ იქნება,არც უზნეობის სხვა რამ ცთუნება,არც სხვა რამ ვნება, რაც აშფოთებდაჩემს არსებას და კაცურ ბუნებას.
იქ არც ხმლიანი დგას ანგელოსი,ცოდვილებს შვების კარს რომ არ უღებს,არც ჩამაგდებენ მდუღარე კუპრში,არც დამადებენ რკინის მარწუხებს,ავის და კარგის მოგონებებითმეხსიერება არ შემაწუხებს.
იქ ჩემს მისვლასაც ვერვინ შეიტყობს,ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ,ალერსით არვინ მომეგებება,არავინ მეტყვის: “შენი კვნესამე!”.აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი,მე რაღაც სულ სხვა მინდა მესამე!
არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები,გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,უკვე გაშლილნ იალქანები,არარსებულთან შესაერთებლადსულმოუთქმელად მივექანები,
გაქრობა მინდა, არარად ქცევა,არყოფნა მინდა, დადგა ამის დრო.არავითარი ზესთასოფელი,არავითარი სულთა სამკვიდრო,არც მიფიქრია სიცარიელეან დავაქციო ან გავამდიდრო.
იქ დრო არ იძვრის გაჩერებული,ერთმანეთს არ ცვლის ზაფხულ-ზამთარი,უცნობ პლანეტებს ქროლვით ჩავუვლი,ქუდმოხდილი და ფეხზე ამდგარი,მაგრამ სანთლის ფრთებს მე ვერ ვენდობიის ახლაც მტკივა მხრებზე დამდნარი.
იკარუსივით ვერ გავფრინდები,ვერც ზღაპრის ფრთოსან რაშის ჭენებით,ვერც მაგელანის გემებს გავყვები,იმ მეზღვაურებს ვერ ვეჩვენები,ოკეანეში რომ ინთქმებოდნენახალი გზების აღმომჩენები.
არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები,გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,უკვე გაშლილან იალქნები,არარსებულთან შესაერთებლადსულმოუთქმელად მივექანები,
დე, დამიბრმაოს თვალები ელვამ,იქუხოს ცამ და მეხმა იჭექოს,მე იმ ქროლვაში გაოგნებული,ვერ გავიგონებ ამ ქვეყნის ექოს,მე დღემდე უცნობ საწვავზე ვფიქრობ,ჩემს უსასრულოდ გრძელ გზას რომ ეყოს.
მეტეორების თქეშშიც რომ მოვხვდე,აღარ ვიზრუნებ თავდასაცავად,გაუკვლეველი გზის გასაკვლევადსხვა ძალას ვცდი და ჩავრთავ სხვა ძრავასჩემს ხორცშეუსხმელ ლამაზ ოცნებებსუხვად დავხარჯავ საგზალ-საწვავად.
იმ ოცნებების ძალით გამაფრენსის ცეცხლი გულზე რომ მიკიდია,არარაობის ბოლო სადგურიარარსებული ქვეყნის კიდეა,მაგრამ სურვილი უფრო დიდია!
და აი, უკვე, არყოფნისაკენსულმოუთქმელად მივექანები,გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ,შავად გაშლილან იალქანები,არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ!ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი