პოეზია · ლირიკა
განმეორდება
ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,საითაც უნდა მიაპყრო მზერა,სულ გინდა,რაღაც გულით რომ გწამდეს,და სადღაც კიდევრაღაცის გჯერა.გჯერა,რომ ფესვებს წლები არ უშლის,ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად...ლექსში,შვილებშიდა სიყვარულშიჩვენი სიცოცხლე განმეორდება.განმეორდება,ურწმუნო ნუ ხარ,(რწმენის დაკარგვა შესაზარია!)ბედნიერია,ბრმად ვისაც უყვარსდა მორწმუნენი ნეტარ არიან.განმეორდება,რაც გიმგზავრია,რაც გიპოვნია,რაც გაგფრენია!მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,გულდასაწყვეტიც არაფერია!..