↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ თქვა, აღარ გამაგონო!

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6560 ნახვა

—
მეორდება ისტორია,დღევანდელს ჰგავს გარდასული,რახან ბევრი გვიცხოვრია,ნუთუ დგება დასსარული?!
არა! არ თქვა დავბერდითო,ნუ მაჯერებ, რაც არ მჯერა,არ მწამს სიტყვა ავბედითი,რომ ჩამძახონ ათასჯერაც!
ვიცი, რომ ეგ აღსარება,როგორც ზოგ-ზოგს ადრე, წინათ,გათქმევინა გამწარებამ,სიყვარულმა გათქმევინა.
თუ არ გინდა დამაღონო,დაბერება არ თქვა ჩვენი,მეტი აღარ გამაგონოეს სასტიკი განაჩენი.
ვერ გავივლებ მაგ ფიქრს გულში...უკვდავების ჯიღოსანი,ჩვენ ხომ ვაჟა გვყავდა გუშინ,გუშინ გვყავდა ფიროსმანი.
ხომ ბრუნავდა ცაში ძერა,ჩვენ რომ გულ-ღვიძლს გვიკორტნიდა,მაგრამ გუშინ დაიწერა,სწორედ გუშინ “ნიკორწმინდა”.
სიცოცხლის ხე თუმც ძველია,დროის ხავსი არ ედება,მას არასდროს უწერიასიკვდილი და დაბერება!
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი