↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვაპატიებენ?!

აბაშიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი6565 ნახვა

—
უღელტეხილებს გავცქერ გიჟივით,ნისლები დაძრა ცრემლების ორთქლმა,მზარავს უმწეო ბავშვთა ჟივჟივიდა ძუძუ გამშრალ დედების მოთქმა.
გოდებად უძღვის მათ გრძელ ქარავანს,წყევლა აწმყოსი, გმობა წარსულის,და ჩემს ბედს ვყვედრი, ბრმა რომ არა ვარ,ყრუ რომ არა ვარ სმენადახშული.
ცივი მზერა მდევს გაყინულების,არსად ვარდები, არსად იები...…
გვაპატიებენ მათი სულები?არ გვაპატიებენ.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი